რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ სავარაუდო აგრესიის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მსგავსი საშინელებათა ამბები ხშირად ქვეყნდება. რა თქმა უნდა, მათ რეალობასთან და რუსეთის ფედერაციის განზრახვებთან საერთო არაფერი აქვთ“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „აგრესია ევროპული ქვეყნებიდან მოდის“.
„რუსეთის ფედერაცია ევროპული ქვეყნების მხრიდან ძალიან აგრესიულ პოლიტიკას აწყდება. საპირისპიროს მტკიცება რეალობის დამახინჯება და უბრალოდ ჭორებია, სხვა არაფერი“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტისას რუსი მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, კერძოდ, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან კონფლიქტის ესკალაციისგან თავი შეიკავონ.
