97 წლის ასაკში იაპონელი ავანგარდისტი ხელოვანი იაიოი კუსამა გარდაიცვალა – მისი გარდაცვალების შესახებ განცხადება დღეს, 27 აგვისტოს, იაიოი კუსამას მუზეუმმა გაავრცელა. კუსამა 14 აგვისტოს ტოკიოს საავადმყოფოში გარდაიცვალა
კუსამა წლების განმავლობაში გულახდილად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და თქვა, ისიც რომ ბავშვობიდანვე განიცდიდა მოციმციმე შუქების, წერტილებისა და ყვავილების ხილვებსა და ჰალუცინაციებს, რომლებსაც შემდეგ ნახატებად და ინსტალაციებად აქცევდა
კუსამა მუშაობას სიცოცხლის ბოლო პერიოდშიც აგრძელებდა. მუზეუმის განცხადებით, ის ხატავდა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრეც. მისი ნამუშევრები მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია წარმოდგენილი, ხოლო ზოგიერთი მათგანი აუქციონებზე მილიონობით დოლარად იყიდებოდა. კუსამამ 1957 წელს იაპონია დატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. 1973 წელს იაპონიაში დაბრუნების შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნებაყოფლობით ცხოვრობდა და ახლომდებარე სტუდიაში მუშაობას აგრძელებდა
