“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
წუხელ, დათო არაჰამიამ თავისი გაგრის სახლის ტელეფონის ნომერი რომ თქვა და მერე ჩვენმა დევნილებმა რომ გამოდეს თავიანთი სახლების ტელეფონის ნომრები, საიდანაც იძულებით გამოყარა პედოფილმა რუსეთმა, ვისაც ამის მშვიდად ყურება შეგიძლიათ და სისხლს არ გიყინავთ შურისძიების წყურვილი, სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, რა ჯიშის ხართ, ძარღვებში სისხლის ნაცვლად რუსული დიზელი გაქვთ , თქვენი სახსენებელი რომ გადაშენდეს ამ ქვეყნიდან, გასკდა გული! – წერს გოცირიძე