მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ვარკეთილში მომხდარი დანაშაულის შესახებ, უცნობმა პირმა გაჩერებული ავტომობილის მინები ჩაამსხვრია. გავრცელებული ცნობითვე, აღმოჩენილი იყო სისხლის კვალიც. რა თქმა უნდა გაჩნდა ვერსია სავარაუდო დაჭრის, ან უფრო უარესი, მკვლელობის შესახებ. თუმცა ის რაც საბოლოოდ, გაირკვა, ყოველგვარ მოლოდინს სცდება.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა 31 წლის კაცმა, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის ავტომობილის ფანჯარა ჩაამსხვრია, ავტომობილის კარი გააღო და შიგ წამოწვა, გამოძინების შემდეგ კი გზა განაგრძო.
შემთხვევა გუშინ, ვარკეთილში მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. მოგვიანებით კი სავარაუდოდ, უკვე გამოფხიზლებული 31 წლის მამაკაცი დააკავეს.