საქართველოში გაყინული თევზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა – 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 33.145 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9 997 ტონა პროდუქტი შემოვიდა, რაც 2009 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ბიზნესპრესნიუსი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, იმპორტის ღირებულება 24.8%-ითაა გაზრდილი. კერძოდ, 2025 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში 26.559 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9 879 ტონა გაყინული თევზის იმპორტი განხორციელდა.
გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს 1 კგ. პროდუქტის საშუალო საიმპორტო ფასი (გადასახადების გარეშე) 23.4%-ით გაიზარდა – თუ 2025 წლის იანვარ-ივლისში 1 კგ. გაყინული თევზის საშუალო საიმპორტო ფასი 2.69 აშშ დოლარს შეადგენდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3.32 აშშ დოლარი იყო.
რაც შეეხება მთავარ საიმპორტო ქვეყნებს, 20.9%-იანი წილით გაყინული თევზის მთავარი მომწოდებელი საქართველოში ჩილეა:
• ჩილე – 6.918 მლნ აშშ დოლარის 1 072 ტონა
• ისლანდია – 3.960 მლნ აშშ დოლარის 1 152 ტონა
• აშშ – 3.394 მლნ აშშ დოლარის 1 254 ტონა
•ნორვეგია – 2.398 მლნ აშშ დოლარის 574 ტონა
• ესპანეთი – 1.726 მლნ აშშ დოლარის 779 ტონა
