თბილისში მდებარე სასტუმრო ბილტმორი და ტერაბანკი გაიყიდა – ინფორმაციას ამის შესახებ სომხური ჰოლდინგი – AGE S.A. ავრცელებს.
AGE S.A. ლუქსემბურგში დაფუძნებული კომპანიაა და ის Arins Group LLC-ის ეკოსისტემის ფარგლებში ოპერირებს.
Arins Group LLC სომხეთში მოქმედი წამყვანი ფინანსური ჰოლდინგია, რომლის შვილობილი კომპანიები მომხმარებლებს საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსურ მომსახურებებს სთავაზობენ.
