“ათასობით აბიტურიენტი ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში წელს.
ვინც მოხვდა, მას მოუწევს ბევრად გაუარესებულ პირობებში სწავლა – პროგრამების ხარისხი საგრძნობლად იქნება გაუარესებული სწავლისათვის მოკლებული წლების გამო; საუკეთესო პროგრამები გადასულია მილევად რეჟიმზე.
პარალელურად, სკოლასაც ოფიციალურად გამოაკლდა ერთი, ხოლო არაოფიციალურად – ორი წელი. ახალგაზრდების უმრავლესობა ელემენტარული უნარების გარეშე დაასრულებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ერთადერთი ვითომ-პოზიტიური ღონისძიება, რაც დაგეგმილი იყო – ანუ სასკოლო ფორმები – ჩაფლავდა; სახელმწიფომ მილიონები გადაიხადა ფორმების შესყიდვაში ვითომდა თანასწორობის მისაღწევად და ახლა იმაზეა ლაპარაკი, რომ, ვისაც ფული აქვს, ის უკეთესი ხარისხის ფორმებს შეუკერავს შვილებს.
საქმე გვაქვს ეროვნული მასშტაბის კატასტროფასთან” – წერს ილიაუნის პროფესორი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოაქვეყნა.
