Saturday, October 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მინდა გამოვეხმაურო ფოტოს, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი არასწორი კონტექსტით ავრცელებს “ – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

October 10, 2026
“მინდა გამოვეხმაურო ფოტოს, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი არასწორი კონტექსტით ავრცელებს “ – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლი ფო­ტოს შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

მისი თქმით, ინ­ტერ­ნეტ­ში არას­წო­რი კონ­ტექ­სტით ვრცელ­დე­ბა მისი ფოტო და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ცდი­ლო­ბენ არას­წო­რი იარ­ლი­ყი მი­აკ­რან.

“ასე­ვე მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ფო­ტოს, რო­მელ­საც ბოლო პე­რი­ოდ­ში ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სრუ­ლი­ად არას­წო­რი კონ­ტექ­სტით ავ­რცე­ლებს და ცდი­ლობს, კი­დევ ერთხელ მო­მაკ­რას არას­წო­რი იარ­ლი­ყი.

2014 წელს, 17 წლის ასაკ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზე “ახა­ლი ტალ­ღა“ (იურ­მა­ლა) პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე! სწო­რედ ამ გა­მარ­ჯვე­ბამ ერთ დღე­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გამ­ხა­და ცნო­ბი­ლი და ჩემი კა­რი­ე­რის სრუ­ლი­ად ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტოს, რო­მელ­ზეც სპორ­ტუ­ლი ფორ­მა მაც­ვია და რუ­სე­თის დრო­შაა გა­მო­სა­ხუ­ლი ეს ფორ­მე­ბი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ჩაგ­ვაც­ვეს ნომ­რე­ბის არ­ჩე­ვის დღეს. და­ახ­ლო­ე­ბით 29 მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვით და ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი სპორ­ტუ­ლი ფორ­მა გვეც­ვა. ამის გა­და­მოწ­მე­ბა 2014 წლის კონ­კურ­სის ფო­ტო­ე­ბით ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

ეს ფოტო ჩემს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე 12 წე­ლია დევს. არც წა­მიშ­ლია, არც და­მი­მა­ლავს და არც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა მქო­ნია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­შინ არც კი მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა, სად რო­მე­ლი დრო­შა იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. მე ვი­ყა­ვი 17 წლის გოგო, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და და, სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მსგავ­სად, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ დად­გე­ნილ წე­სებს იცავ­და.

მე იქ არ წარ­მო­ვად­გენ­დი რუ­სეთს. მე წარ­მო­ვად­გენ­დი სა­ქარ­თვე­ლოს და ჩემს ქვე­ყა­ნას პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ვუ­ტა­ნე!

ახლა კი ერთი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კი­თხვა მაქვს:

რა­ტომ ავ­რცე­ლებთ 2014 წლის ფო­ტოს ასე­თი მონ­დო­მე­ბით, მაგ­რამ არ ავ­რცე­ლებთ ჩემს 2023 წლის ამე­რი­კულ პოდ­კასტს, რო­მე­ლიც American Idol-ის შემ­დეგ ჩავ­წე­რე?

“Dropping bombs with Brad lea”

იმ პოდ­კასტს, სა­დაც პირ­და­პირ ვამ­ბობ, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, ვსა­უბ­რობ რუ­სე­თის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე და ჩემი ოჯა­ხის ის­ტო­რი­ა­ზე.

სა­დაც ვყვე­ბი, რომ მა­მა­ჩე­მი სა­ქარ­თვე­ლოს ომებ­ში იბ­რძო­და და დღე­საც ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს ებ­რძვის, რად­გან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სამ­შობ­ლოს­თვის ბრძო­ლას შეს­წი­რა. ასე­ვე ვსა­უბ­რობ იმა­ზე, რომ დე­და­ჩე­მის მხრი­დან ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი არი­ან.

რა­ტომ არ ავ­რცე­ლებთ ამ სი­ტყვებ­საც იმა­ვე მონ­დო­მე­ბით?

იმი­ტომ ხომ არა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ წარ­მოდ­გე­ნას, რომ­ლის შექ­მნა­საც ჩემ შე­სა­ხებ წლე­ბია ცდი­ლობთ?

ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია 17 წლის ასაკ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს ამო­ღე­ბა, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა და შემ­დეგ ამით ადა­მი­ა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა. მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის პო­ზი­ცი­ას ერთი ფოტო კი არა, მისი სი­ტყვე­ბი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გან­სა­ზღვრავს.

წლე­ბია ცდი­ლობთ წარ­მო­ა­ჩი­ნოთ, თით­ქოს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი რუ­სე­თია და არა ევ­რო­პა ან ამე­რი­კა.

ჩემი არ­ჩე­ვა­ნია ლოს-ან­ჯე­ლე­სი, ევ­რო­პა და თბი­ლი­სი, ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ჩემი სახ­ლე­ბი მაქვს, ვცხოვ­რობ და სა­კუ­თარ მო­მა­ვალს ვა­შე­ნებ!

მე რომ რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა ან კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა მდო­მე­ბო­და, ამ არ­ჩე­ვანს თა­ვად გა­ვა­კე­თებ­დი. მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი გეგ­მე­ბი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა. ჩემი ოც­ნე­ბა ყო­ველ­თვის იყო მსოფ­ლიო სცე­ნა­ზე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნა.და კი­დევ ერთი – იმ ვი­დე­ო­საც, სა­დაც 17 წლის ასაკ­ში ვრე­პავ, დღე­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ! ძა­ლი­ან მომ­წონს ჩემი შეს­რუ­ლე­ბა და უზო­მოდ ვა­მა­ყობ იმ პა­ტა­რა გო­გო­თი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შრო­მი­თა და ნი­ჭით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­უ­ტა­ნა.

არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას, ჩემი ქვეყ­ნის­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბით ჩემი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად წარ­მო­ა­ჩი­ნოს.

კრი­ტი­კა ყვე­ლას უფ­ლე­ბაა, მაგ­რამ ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შე­ლახ­ვა სრუ­ლი­ად სხვა სა­კი­თხია.

ეს ჩემი ბოლო სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაა ამ თე­მა­ზე. ჩემ შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ ცრუ და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი გა­და­ცე­მუ­ლია იუ­რის­ტე­ბის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის­თვის.

მე კი ვაგ­რძე­ლებ იმას, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვა­კე­თებ: ვშრო­მობ, ვმღე­რი, ვვი­თარ­დე­ბი და ვცდი­ლობ, ჩემი ქვე­ყა­ნა ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ვა­ჩი­ნო.

ჩემი ის­ტო­რია ჩემ­მა შრო­მამ შექ­მნა და არა თქვენ­მა იარ­ლი­ყებ­მა.

მად­ლო­ბა და ნახ­ვამ­დის!“ – წერს ბუ­ზა­ლა­ძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატიმარ დავითაძის ოჯახი ფიქრობს, რომ გამოძიების შეწყვეტა კობახიძის კარნახითა და ზეწოლით მოხდა
  • თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა
  • სახელმწიფო დეპარტამენტისგან გაჟღერდა კონკრეტული მითითება, რომ თუკი ამ გზიდან ივლის ევროკავშირი, მას აუცილებლად საბოლოოდ ღირებულებითი უფსკრული ელოდება – დავით მათიკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge