თურქული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და პოპულარული მსახიობი, 17 წლის ულქუ ჰილალ ჩიფთჩი, ამჯერად ეკრანზე შესრულებული როლით კი არა, პირადი ცხოვრების გარშემო ატეხილი სკანდალით აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მსახიობი, რომელიც ბავშვობიდან მონაწილეობს ცნობილ თურქულ სერიალებში და ბოლო წლებში განსაკუთრებით “İnci Taneleri“-სა და “Yeraltı“-ს პროექტებით გახდა ცნობილი, მოულოდნელად ოჯახური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
საქმე იმდენად გამწვავდა, რომ ულქუს მამამ, უნალ ჩიფთჩიმ, ქალიშვილისა და მისი 27 წლის კოლეგის, ჰაქან ჩელებიას, შესახებ პროკურატურას მიმართა. მამის მტკიცებით, მან ქალიშვილის WhatsApp-ის მიმოწერაში ისეთი დეტალები ნახა, რომლებმაც მსახიობებს შორის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ეჭვი გაუჩინა. ამასთან, ის ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანი ქალიშვილი მისი თანხმობის გარეშე მონაწილეობდა პროექტებში.
თუმცა ამბის მეორე მხარეს სრულიად განსხვავებული ვერსია აქვს. ულქუ ჰილალ ჩიფთჩი ამბობს, რომ ჰაქან ჩელები მისი მხოლოდ ახლო მეგობარია, მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა არ არსებობს, ხოლო მისი პროფესიული საქმიანობა მშობლების თანხმობით მიმდინარეობდა. მსახიობი მამის საჩივარს მშობლებს შორის მიმდინარე განქორწინების პროცესსაც უკავშირებს.
მაგრამ საჩივრის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი სწორედ WhatsApp-ს უკავშირდებოდა.
უნალ ჩიფთჩიმ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ ქალიშვილის WhatsApp-ის მიმოწერა ნახა და იქ, მისი მტკიცებით, აღმოაჩინა ინფორმაცია, რომელიც მას აფიქრებინებდა, რომ ულქუს მის თანატოლზე კი არა, მასზე დაახლოებით 10 წლით უფროს მსახიობთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.მისი თქმით, საუბარი ეხებოდა “Yeraltı“-ს მსახიობ ჰაქან ჩელებიას, რომელიც იმ პერიოდში 27 წლის იყო.
მამა ამბობდა, რომ ამ გარემოებამ შეაშფოთა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა როგორც ჰაქან ჩელებიას, ისე მენეჯერული კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი გზით მოქმედება.
მამა ამტკიცებდა, რომ ულქუსა და ჰაქან ჩელებიას შორის ურთიერთობა არსებობდა და რომ მსახიობი, რომელიც მასზე დაახლოებით ათი წლით უფროსია, არასრულწლოვან ქალიშვილთან რომანტიკული ურთიერთობაში იყო.
