საბერძნეთში ბოლო კვირებში ცეცხლის არაერთი კერაა. ადგილობრივების უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ტყის ხანძრები სახანძრო-სამაშველო სამსახურების ყურადღების მიღმა რჩება.
ამას მოწმობს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო.
“დააუჯერებელი კადრები ვრცელდება ამ წუთებში მიტილინიდან
ადგილობრივების თქმით, ოთხი საათის მანძილზე ერთი სახანძრო თვითმფრინავიც კი არ დაუნხავთ” – წერს ვიდეოს ავტორი.
ხოლო ის პირი, რომელიც უჩვეულო შემთხვევის მომსწრეა, ვიდეოში ამბობს:
“სამწუხაროდ ეს ჩვენი დასასრულია… ოთხი საათია გასული და ერთი თვიმთფინავიც კი არ გამოჩენილა. საბერძნეთი ინფრასტრუქტურის გარეშე, ყველაფრის გარეშე. რასაც ახლა კადრში ხედავთ, ცოტახანში შეიძლება აღარც კი არსებობდეს”