Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაკავებულებს ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმებით – არ არის მარტივი, როცა შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ადამიანები ციხეში აღმოჩნდებიან, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ”- მურთაზ ზოდელავა

November 4, 2026
“არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს” – მურთაზ ზოდელავამ ციხე დატოვა

თითქმის ყველა სასამართლო სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ, სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ მასთან ერთად დაკავებულთა უმრავლესობამ ისარგებლა საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობით.

„[საპროცესო შეთანხმების გაფორმება] მხოლოდ მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ყველამ მივიღეთ. მესმის ბევრი შეკითხვაა, მე პასუხისმგებლობა ავიღე კიდეც და სასჯელიც მოვიხადე. ზოგადად, ბევრი შეკითხვა დაგროვდა. ყველა შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ. ზოგიერთი თემა ხელოვნურადაა. ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო, ამიტომ ზოგიერთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება იმას, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ის რაც ყველამ ნახა. ყველა შეკითხვას აქ, ციხის კარებთან ვერ ვუპასუხებ. ზოგიერთ შეკითხვას საერთოდ ვერ ვუპასუხებ, იმიტომ, რომ უამრავი შეთქმულების თეორია დახვავდა ერთიმეორეზე, გარემოებების გათვალისწინებით, ზოგიერთი ობიექტური, ზოგიერთი სუბიექტური, ამიტომ რაღაც პერიოდის მერე მომიწევს განმარტებების გაკეთება. ახლა ამ მომენტში ყველა შეკითხვას ნამდვილად ვერ ვუპასუხებ.

თითქმის ყველა სხდომაზე მე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც, საბედნიეროდ. მიმაჩნია, რომ ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ ყოველთვის ყოველ ჯერზე, როცა ამის საშუალება მქონდა. ეს იყო ძირითადად, სასამართლო დარბაზში და მიხარია, რომ უმრავლესობა მათგანმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა“,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ ეხმაურება ირაკლი კობახიძე კახა კალაძის სკანდალურ განცახდებას?
  • 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
  • “ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ყველაფერი, რაც მოვიმოქმედე 4 ოქტომბერს იქნებოდა, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან ჩემი ქვეყნისა და ჩემი სამშობლოსთვის გავაკეთე”- მურთაზ ზოდელავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge