ს, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ის ყოველ ორშაბათს საქართველოს პროკურატურასთან იქნება, სანამ სამართალს არ მიაღწევს.
ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურაში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა და საგამოძებო უწყებამ განაცხადა, რომ საქმის ხელმეორედ გამოძიების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს. ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით. რამდენი ადამიანი ჩავაგდო პრობლემებში. თუ ვინმე რამე ინფორმაციას მაწვდის, ვერ ვამბობ, რომ პრობლემა არ შევუქმნა და ისიც თაღლითი არ გამოიყვანონ. ამოვიდა ყელში ამდენი უსამართლობა.
იმ პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათევ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ არ მივაღწევ საწადელს, სანამ არ მივაღწევ სამართალს, სხვანაირად აღარ გამოდის უკვე. ყველანაირად გამომიყვანეს წონასწორობიდან, არ მიბრუნებენ კომპიუტერს,” – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა:
“საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაასრულა. გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აქვე ხაზგასგასმით ვაცხადებთ, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია”- წერია განცხადებაში.
