საქართველოში ევროპული პროექტი საბოლოოდ ჩავარდა – ამის შესახებ მამუკა ფიფიამ განაცხადა.
“საქართველოში ევროპული პროექტი საბოლოოდ ჩავარდა. დროა პრემიერმინისტრმა სიმართლე პირდაპირ უთხრას ქართველ ხალხს. ჩვენთვის მიუღებელია დასავლური ფასეულობები, მათთვის კი ჩვენი ტრადიციები. ვეთანხმები პრემიერ კობახიძეს, რომ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა. მაგრამ არ ვეთანხმები მას, თითქოს ეს ნაბიჯი ევროპისკენ სავალ გზად გადაიდგა” – ამბობს რუსეთში მოღვაწე პრორუსი ბიზნესმენი, საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია.
