რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა დიდ ნაკადთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა შემოვიდნენ არა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურასთან, ჰიბრიდულ ოპერაციებსა და საინფორმაციო კამპანიებთან დაკავშირებული მოქალაქეებიც.
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი შალვა ლომიძე ამბობს, რომ ამ პირთა გამოვლენასა და მონიტორინგს შესაბამისი რესურსი სჭირდება.
არა მარტო აგენტების და სპეცსამსახურის კლასიკურ ოფიცრებზე ან მათთან დაკავშირებულ პირებზეა საუბარი ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ხალხი, ვინც სამხედრო ინფრასტრუქტურასთან რაიმე ფორმით არიან დაკავშირებული. შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ ოპერაციებთან დაკავშირებული პირები, საინფორმაციო კამპანიებთან დაკავშირებული პირები შემოვიდნენ. გააჩნია რა ტიპის მოქალაქეს ამოწმებ და რა ტიპის ინფორმაცია არსებობს ამ ადამიანთან დაკავშირებით. თუ საუბარი არის სპეცსამსახურების კლასიკური გაგებით ოფიცერზე, მისი შემოწმება და მისი საქმიანობის მონიტორინგი მოიცავს გაცილებით მეტ დანახარჯებს და გაცილებით მეტ წვალებას პროფესიული გაგებით. თუ საუბარია რიგით მოქალაქეზე, რომელიც საქართველოში მართლა თავშესავფრის მაძიებლად იმყოფება, მაშინ სულ სხვა რესურსებია საჭირო, – ამბობს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი შალვა ლომიძე. განაგრძეთ კითხვა…
