საქართველოში მოძრავი ავტომობილების თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის – ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2026 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 1 975 829 ავტომობილი, აქედან დედაქალაქში – 948 108 ერთეული, ანუ მთლიანი ავტოპარკის 48%. მეორე ადგილზეა იმერეთი, სამეულს კი ხურავს ქვემო ქართლი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რომელ რეგიონში რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული:
თბილისი – 948 108 ავტომობილი (47%)
იმერეთი – 212 352 ავტომობილი (10.7%)
ქვემო ქართლი – 164 160 ავტომობილი (8.3%)
კახეთი – 152 279 ავტომობილი (7.7%)
აჭარა – 129 642 ავტომობილი (6.5%)
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 108 312 ავტომობილი (5.4%)
შიდა ქართლი – 96 444 ავტომობილი (4.8%)
სამცხე-ჯავახეთი – 67 179 ავტომობილი (3.4%)
მცხეთა-მთიანეთი – 45 230 ავტომობილი (2.2%)
გურია – 40 763 ავტომობილი (2%)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 360 ავტომობილი (0.5%)
