იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც 2009 წელს სათამაშო დარბაზში ხანძარი განგებ გააჩინა და 5 ადამიანი ცოცხლად დაწვა. ეს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულების პირველი შემთხვევაა.
სიკვდილით დასჯილი 58 წლის სუნაო ტაკამია. გამოძიების თანახმად, მან ოსაკაში, საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე სათამაშო დარბაზ “პაჩინკოს“ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ტრაგედიის შედეგად ოთხი მომხმარებელი და ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
2011 წელს ექვსი წევრისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ტაკამი დანაშაულის ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული იყო, და მას ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
“ჩვენ განაჩენის აღსრულების ბრძანება ფრთხილი და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ გავეცით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ჰიროში ჰირაგუჩიმ. ეს არის პირველი სიკვდილით დასჯა, რომელიც ქვეყანაში ახალი, ტაკაიჩის ადმინისტრაციის დროს განხორციელდა.
სიკვდილით დასჯის პრაქტიკა იაპონიაში და საერთაშორისო კრიტიკა. განაგრძეთ კითხვა…
