სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს. წყაროები, რომლებიც სამეფო წყვილის ახლობლები არიან, არ უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეგანმა ახალი როლზე შეთავაზება უკვე მიიღო.
ავსტრალიური გამოცემა news.com.au პირველი იყო, რომელმაც გაავრცელა ცნობა, რომ ჰარისა და მეგანის ბრიტანეთში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ჰერცოგინიასთვის შეთავაზებული ახალი კინოპროექტია.
ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, კონკრეტულად რა როლზე ან პროექტზეა საუბარი. თუმცა ცნობილია, რომ სასექსები ბრიტანეთში აგვისტოს ბოლომდე დაბრუნდებიან, რადგან მათმა შვილებმა: 7 წლის პრინცმა არჩიმ და 5 წლის პრინცესა ლილიბეტმა, სექტემბრიდან სწავლა ადგილობრივ სკოლაში უნდა დაიწყონ.
როგორც ცნობილია, მეგანი ყველაზე მეტად პოპულარული ამერიკული იურიდიული დრამით, “Suits“ არის ცნობილი, სადაც ის 7 სეზონის განმავლობაში იურისტ რეიჩელ ზეინის როლს თამაშობდა. მისი მონაწილეობით ბოლო ეპიზოდი ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. პრინც ჰარიზე ქორწინების შემდეგ მეგანმა სამსახიობო კარიერა შეაჩერა და მაშინ BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარიერის დატოვებას არა დანაკარგად, არამედ “ახალ ფურცლად“ მიიჩნევდა. განაგრძეთ კითხვა…
