“მინდა მოვყვე თავიდან ბოლომდე, თუ რა ხდებოდა გამოკითხვაზე. როდესაც მივედით, თავიდან დაგვხვდნენ რამდენიმე გამომძიებელი, რომლებმაც განგვიმარტეს, რომ მოხდა ამ პოსტის დადება და ბუნებრივია, მათი რეაგირება იყო საკმაოდ სწრაფი. გვითხრეს სახელი და გვარი, რომელიც იმ ადამიანის, რომლის მიერაც დაიდო გურამ დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე აღნიშნული პოსტი, რაზეც სოფო ბიბილაშვილს ჰქონდა რეაგირება, რომ მე არ ვიცნობ ამ ადამიანს საერთოდ. შემდგომ უხსენეს ერთი ადამიანი, რომელიც იყო სოფო ბიბილაშვილის ნათესავი, რომელსაც ბუნებრივია იცნობდა სოფო ბიბილაშვილი და სოფომ განმარტა ასეთი რაღაც, რომ სანამ დაიდებოდა ეს პოსტი, რამდენიმე წუთით ადრე, მას ამ ნათესავმა განუმარტა, რომ არ მიექცია ყურადღება იმ გაშავებისთვის, რაც მასზე მოდიოდა, რადგან სოფო ბიბილაშვილი ამაზე ძალიან ნაწყენი იყო და უთხრა, რომ არ მიექცია ყურადღება იმ პოსტებისთვის, რომელიც დაიდებოდა და ასევე ის პოსტიც, რომელიც ძალიან მალე დაიდებოდა კონკრეტული ექაუნთიდან. მის შემდეგ სოფო ბიბილაშვილის მიმართ დაისვა არაერთი შეკითხვა, კერძოდ ის, რომ იცოდა თუ არა მისმა ადვოკატებმა კონკრეტული საკითხი, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქ გვერდზე დაიდებოდა ესა თუ ის პოსტი, რაზეც როგორც სოფო ბიბილაშვილი, ასევე მე, როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, განვუმარტე, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, რომ ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას ფიზიკურად არ ვფლობდით და შესაბამისად არ ვიცოდით იმის შესახებ, თუ ვინ, რატომ, რისთვის და როდის დადებდა პოსტს კონკრეტული შინაარსის პოსტს. შესაბამისად ეს იყო ის ძირითადი შინაარსი, რაზეც გამოკითხვა მიმდინარეობდა, თუმცა სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამას მოჰყვა საკმაოდ ცუდი ინტერპრეტაცია. მე ვცდილობ ამ წუთას დავუკავშირდე როგორც პროკურორს, ისე გამომძიებელს, თუმცა ისინი კონტაქტზე არ გამოდიან საერთოდ, რომ ვუთხრა, რომ რეალურად ეს ინფორმაცია, რომელიც მათ დადეს, არის არასწორი და შესაბამისად ვცდილობ მათთან კონტაქტზე გასვლას, მაგრამ ისინი არ მპასუხობენ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ და არ ვიცი ეს რა არის ამის ძირითადი მიზეზი, ისინი ცდილობენ ხელი შეწმინდონ როგორც სოფო ბიბილაშვილს, ასევე მის ადვოკატებს. თუმცა ეს მათ არ გამოუვათ, რადგან ჩვენ მიუხედავად იმ შავი პიარისა, მიუხედავად იმ ზეწოლისა, რაც ახლა ჩვენზე არის გადმოსული, ჩვენ მაინც გავაკეთებთ ჩვენს საქმეს და აუცილებლად დავადგენთ ამ საქმეზე რეალურ ჭეშმარიტ რეალობას, რაც არის.
ასევე მინდა განვმარტო ის ფაქტი, რომ ძირითადად ამ საქმეზე არსებობს ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი. პირველი, რომელიც ოსურ ენაზე იქნა დადებული გურამ დადიანიძის ფეისბუქ ექაუნთზე და მეორე, რომელიც კახა გელაშვილის სახელით დაიდო კონკრეტული კომენტარი, სადაც წერია „დედაც ცოცხალი ვარ“. და როდესაც მე ვკითხე გამომძიებელს დადგენილია თუ არა აღნიშნული პოსტის ავტორი და საიდან დაიდო, რომელი IP მისამართიდან და ასე შემდეგ, მათი პასუხი იყო, რომ არა, ჯერ არ დაგვიდგენია, 100 პროცენტით არ ვიცით. ჩვენ გვიჩნდება შეკითხვა, როგორ მოახერხეს მათ, რომ დაადგინეს რამდენიმე ორი დღის წინანდელი პოსტი და ვერ დაადგინეს ერთი კვირის წინანდელი დადებული კომენტარი თუ პოსტის დამდები პირის ვინაობა? ჩვენ უკვე საკმაოდ სერიოზული ეჭვები გვიჩნდება გამოძიების მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ამიტომ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გაავრცელოს სწორი, ზუსტი ინფორმაცია და მიხედოს გამოძიებას და იმას, რისი ვალდებულებაც მათ აქვთ და თავი დაანებონ ადვოკატების და სოფო ბიბილაშვილის სახელის შეურაცხყოფას.“ – ამბობს გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი, ნუცა თოფურია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
