აღმოსავლეთ გრენლანდიის სანაპიროებთან ზღვის ყინული სწრაფად ქრება, რასაც გიგანტური ვეშაპები სათავისოდ იყენებენ და ადრე მიუწვდომელ აკვატორიებს ითვისებენ.
ეს BBC-ის კორესპონდენტის მასალის შემცირებული და ადაპტირებული თარგმანია:
მკვლევრები რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდნენ და აფიქსირებდნენ, თუ როგორ ცურავენ და იკვებებიან ზაფხულობით ამ სანაპიროზე მსოფლიოში უდიდესი ძუძუმწოვრები – მათ შორის კუზა ვეშაპები, მცირე ზოლიანი ვეშაპები და ფინვალები.
ისტორიულად ამ ცხოველებიდან არცერთი არ ბინადრობდა აქ, რადგან სანაპირო წყლებში ყინული უშლიდათ ხელს. თუმცა ახლა, კლიმატის ცვლილების გამო, ზღვა დათბა და ყინული დადნა.
მეცნიერები ამ მოვლენას სეზონურ არქტიკულ “საკვებ ციებ-ცხელებას“ უწოდებენ – ეს აღმოსავლეთ გრენლანდიის ოკეანურ გარემოში ეკოლოგიური რეჟიმის მასშტაბური ცვლილების ნაწილია. განაგრძეთ კითხვა…
