Wednesday, August 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზესტაფონში რამდენიმე მოქალაქეს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

August 19, 2026
ზესტაფონში რამდენიმე მოქალაქეს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

ზესტაფონში რამდენიმე მოქალაქეს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა.

220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების „აჯამეთი 1“-ის და „აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტის გამო რამდენიმე მოქალაქის ქონება ექსპროპრიაციას (იძულების წესით ჩამორთმევა) დაექვემდებარა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში” ხორციელდება 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების ,აჯამეთი 1“-ის და „აჯამეთი 2“-ის ცალკეული მონაკვეთების გაორჯაჭვიანება-რეაბილიტაციის პროექტი. პროექტი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პროექტების დეპარტამენტის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტების განყოფილების მიერ შესრულებული საპროექტო სამუშაოების საფუძველზე მომზადდა.

პროექტის ფარგლებში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდა ქვესადგურ „ზესტაფონი 500“-დან არსებულ №24 ანძამდე 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „აჯამეთი 2“-ის გაორჯაჭვიანება და №32 საყრდენიდან ქვესადგურ „ქუთაისი 220“-მდე არსებული 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „აჯამეთი 1“-ის გაორჯაჭვიანება. გაორჯაჭვიანების შემდგომ „აჯამეთი 1“-ის და „აჯამეთი 2“-ის ახალ ჯაჭვს დაერქვა „აჯამეთი 3“. პროექტი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს რეგიონში ელექტრომომარაგების გაზრდას და ერთიანი ენერგოსისტემის მდგრადობის გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 17 აგვისტოს ბრძანებაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოლაპარაკებების მიუხედავად, უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ 2 მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე. კერძოდ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში მდებარე 7 200 კვ.მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 22 კვ.მეტრზე, რომლის მესაკუთრეა კობა ლილუაშვილი და ასევე, ამავე სოფელში თამაზ სამხარაძის კუთვნილ 116 568 კვ.მეტრ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის 51 კვ. მეტრზე.

შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რათა აღნიშნული უძრავი ქონებები დაექვემდებაროს ექსპროპრიაციას, ეკონომიკის სამინისტრომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ეს ქონება მოქალაქეებს იძულების წესით ჩამოერთმევათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • მარტვილში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
  • ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებას ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge