“მე არ ვარ საქართველოში, მაგრამ მთელი ფიქრით, აზრით, გულით ვარ თქვენს გვერდით დედებო. ტკივილი რომელიც არ შუშდება!!! დიახ, სამართლის აღსრულება აუცილებელია!!!“ – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
პროკურატურასთან მიმდინარე შეკრებას, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მართავენ, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შეუერთდა.
