“ჩანს ვისი დავალებით მოქმედებდნენ. მაღალჩინოსანი სამი [მოქმედები]… ემუქრებოდნენ ოჯახით, რომ წახვალ ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ, ვერ აღწევდა თავს, ადგა და… შევიდა ერთ-ერთ ფაილში, რომელიც რომ გასაჯაროებულიყო თავდაყირა დადგებოდა ქვეყანა…ლილუაშვილი, ღარიბაშვილიც ამ საქმის კურსშია, ინფორმაცია აქვს ბევრი… ბავშვი თავის პირით იძახდა სუს-ი და შსს-ს კურირებენ ამ სამსახურს მამაო. სადაც მოკლეს ბავშვი, დამალეს მანქანა, პიროვნება იძახდა ჩემი ალალი ბიძაშვილიაო [ღარიბაშვილი]… შსს-ში საშვის გარეშე ჩემი შვილი რატო შედიოდა? ახლა ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ის კამერებიც ალბათ ისა ქნეს, რატომ შედიოდა? [ვისთან შედიოდა?] – მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ქვეყანა რომ დაინგრეს იმათ სახელებს არ ვიტყვი… ორჯერ შევეკითხე, შვილო სად მიდიხარ? – ორთაჭალაში, მივალ და მოვალო. გომელაურმა იცის ეს ყველაფერი…” – ამბობს TV პირველთან თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ოჯახმა საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას დღეს კიდევ ერთხელ მიმართა. ბაჩალიაშვილები ამბობენ, რომ მათ შვილს თავი არ მოუკლავს. საუბრობენ თაღლითური ქოლ-ცენტრების სქემაზე და ამ კონტექსტში ასახელებენ სუს-ის ყოფილი უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს. ოჯახი ამბობს, რომ მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა – ლილუაშვილმა, გომელაურმა და ღარიბაშვილმა საქმის ჩაფარცხვას შეუწყვეს ხელი.
