4 ოქტომბრის საქმე – ადვოკატ ბორის ჩელე ყურუას თქმით, პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გიორგი კირვალიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვს.
„გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება უნდა ბრალდების მხარეს.
მოთხოვნა ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია. ხვალ, 4 საათზე იქნება სხდომა სააპელაციო სასამართლოში“, – წერს სოციალურ ქსელში ბორის ჩელე ყურუა.
გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.
გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ (საპროცესო შეთანხმება).
ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.
