12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა. ვინ დაწერა აღნიშნული განცხადება, ამ დროისთვის უცნობია. დადიანიძის ოჯახის ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
„ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც ასე ითარგმნება:
„მოვიდა დრო“ (ასევე ითარგმნება, „ჩვენ დრომდე“, „წამოვიდა დროზე“).
ბოლო პოსტი გურიკო დადიანიძის გვერდზე 2013 წელს არის გაზიარებული.
“სასწრაფო ინფორმაცია. რამოდენიმე წუთის წინ გურიკა დადიანიძის ნამდვილი Facebook-დან დაიწერა ეს პოსტი, რომელიც არის ოსური დიალექტი. იმედია, გამოძიება სასწრაფოდ შეისწავლის ამ გვერდს, რადგან ვფიქრობ, რომ IP-ის მიხედვით ძალიან მარტივია დადგენა, თუ საიდან მოხდა ამ პოსტის ატვირთვა” | ამბობს კობა ახალაძე გავრცელებულ ვიდეოში
