ზუგდიდელ აქტივისტს ანგარიშები დაუყადაღეს – მარიამ სიჭინავას ჯარიმები თვეების წინ, აქციებზე გამოუწერეს, თუმცა ყადაღაზე შეტყობინება პარტია “დროას“ წევრს აღსრულების ბიუროდან გუშინ მიუვიდა.
სიჭინავა ამბობს, რომ ეს არის ანგარიშსწორება იმ კადრების გავრცელების გამო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანისას გადაიღო.
“ოცნების“ აღსრულების ბიურომ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი, რადგან ეს არ არის ჩემთვის პირველი ყადაღა. ჩემი შვილი მარჩენალდაკარგული იყო და იღებდა მარჩენალდაკარგულის შემწეობას სახელმწიფოსგან, ამიტომ, ყადაღისგან მუდმივად ვთავისუფლდებოდი. ეს არის მეორე ყადაღა, თუ არ ვცდები, პირველი ყადაღა იყო ირაკლი ზარქუასთან კონფლიქტის შემდეგ, მეორე ყადაღა კი არის მას შემდეგ, რაც გადავიღე ის, რაც ქოცებისთვის საზიანო იყო. ბუნებრივია, ამ ყადაღის არავის ეშინია, დღეს უკვე გავარკვიე, რომ ყადაღას აღარ მომიხსნიან, დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მოხსნიან მხოლოდ იმ ანგარიშს ყადაღას, სადაც ჩემ შვილს მარჩენალდაკარგულის შემწეობა, არ გეგონოთ რაღაც დიდ თანხაზეა საუბარი, სადღაც 100 ლარზეა საუბარი, – განაცხადა სიჭინავამ.
მისი თქმით, მას ყადაღა ვერ შეაშინებს და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
