Tuesday, August 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლონეთს საბოლოოდ უნდა გამოემშვიდობონ – დასაქმება პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა“

August 18, 2026
„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლონეთს საბოლოოდ უნდა გამოემშვიდობონ – დასაქმება პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა“

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლონეთს საბოლოოდ უნდა გამოემშვიდობონ“, – ასე აფასებს „ბიზესპრესნიუსთან“ პოლონეთში მომუშავე HR რეკრუტორი ირინა ნამიჭეიშვილი პოლონეთში საქართვეოს მოქალაქეებისთვის სავიზო წესების გამკაცრებას.

შეგახსენებთ, პოლონეთმა საქართველოდან, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან სამუშაოდ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

მედიის ინფორმაციით, რეგულაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს მოაწერა ხელი, შაბათს შევიდა ძალაში და კონკრეტულად პოლონეთში დასაქმების მიზნით შემოსულ პირებზე ვრცელდება.

აღნიშნული სამი ქვეყნის მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა კვლავ შეუძლიათ ტურისტული და სხვა დაშვებული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. იმ პირებისთვის კი, რომლებიც პოლონეთში 15 აგვისტომდე შევიდნენ, კვლავ ძველი წესები მოქმედებს.

როგორც დასაქმების აგენტი „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, წესები გამკაცრდა როგორც საქრთველოდან წასვლის მსურველთათვის, ისე ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

„ეს ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლონეთს საბოლოოდ უნდა გამოემშვიდობონ. 22 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში უვიზოდ დასაქმებას ვეღარ შეძლებენ.

აქამდე თუ მხოლოდ სამუშაო ნებართვის („ზეზოლენიეს“) საფუძველზე საქმდებოდნენ, ახლა, თუ 22 რიცხვამდე სამსახურში გაფორმებას ვერ მოასწრებენ, საქართველოში დაბრუნება, საკონსულოში ამ „ზეზოლენიეთი“ შესვლა და ვიზის მიღება მოუწევთ. ვიზები კი, სამწუხაროდ, საკმაოდ რთულად გაიცემა.

გარდა ამისა, იმ მუშახელს, ვისაც ჯერ ბინადრობის მოწმობა არ აუღია ფაქტობრივად, სამუშაოს შეცვლის უფლებაც არ აქვს, რადგან მათი სამუშაო ნებართვა ვეღარ დარეგისტრირდება. ისინიც იძულებულნი ხდებიან, ჩამოვიდნენ საქართველოში, შევიდნენ საკონსულოში, აიღონ ვიზა და უკან მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდნენ.

ახლა სამსახურის შეცვლა მხოლოდ იმ კატეგორიას შეუძლია, ვისაც ბინადრობის მოწმობა ახალი აღებული აქვს ან, ასე რომ ვთქვათ, საბუთები სრულ წესრიგში აქვს – დაცული აქვს ვადები, სამუშაოს შეცვლის შესახებ აცნობა შესაბამის ორგანოს და ა.შ.

თუმცა, იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, ვინც საბუთებს ასე ყურადღებით და სწორად ექცევა, საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, პოლონეთში ძალიან ცოტა ქართველი დარჩა ისეთი, ვისაც სამუშაოს შეცვლა და დროებით მუშაობის გაგრძელება შეუძლია.

აქედან აზრი არ აქვს, ვერანაირად ვერ წავა და დასაქმდება ვიზის გარეშე, თუმცა მე იმაზეც ვსაუბრობ, რომ წესები ადგილზე მყოფთათვისაც გამკაცრდა. თუ აქამდე ერთი სამუშაოდან მეორეზე გადასვლა შეეძლოთ, ახლა ამის უფლებასაც კარგავენ, თუ იმ პირობებს არ აკმაყოფილებენ, რაზეც გესაუბრეთ.

ისეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოდის ოქტომბერი-ნოემბერი, სეზონი მთავრდება, დაიწყება სერიოზული შემცირებები და ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს. ვინაიდან ხელშეკრულებები უმთავრდებათ, საკმაოდ ბევრს მოუწევს საქართველოში დაბრუნება. მათ, ვინც მუდმივი ხელშეკრულებით მუშაობს, უკვე ანაზღაურების გარეშე შვებულებაში უშვებენ.

ვინც ახლა გეგმავს საქართველოდან პოლონეთში წასვლას, გამორიცხულია, ვიზის გარეშე ლეგალურად მუშაობას ვეღარ დაიწყებს. აქამდე მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკამ მიგვიყვანა და სხვამ არაფერმა. ევროპაში სამუშაოდ წამსვლელთა 80% პოლონეთში მიდიოდა, სწორედ იმის გამო, რომ ლეგალიზაციისა და მუშაობის დაწყების პროცედურები საკმაოდ მარტივი იყო.

ახლა ეს პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა და სირთულით გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებს გაუტოლდა. ადგილობრივ დამსაქმებლებს ვესაუბრები და საკმაოდ შეწუხებულები არიან, რადგან მუშახელი არ ყოფნით. კი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ქართველებს არ ეხებათ და პოლონეთმა ზოგადად გაამკაცრა მიგრაციული პოლიტიკაო, მაგრამ იმ კერძო წყაროებისგან, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობდნენ, ქართველებს ასაქმებდნენ და ახლა ამ კადრებს მისტირიან, სულ სხვა ინფორმაცია მოდის. პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის ბრალია“, – განაცხადა ირინა ნამიჭეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს” – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე
  • სგპ „წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
  • გურჯაანში საბავშვო გასართობ სივრცეში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge