საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზერტში პროტესტია – მოსახლეობის ნაწილი, სასმელი წყლის მაღალ გადასახადს აპროტესტებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გასულ თვეს სოფელში მათი მოთხოვნით ყველა აბონენტი გამრიცხველიანდა, თუმცა თვის ბოლოს გადასახადმა კოლოსალურ თანხას მიაღწია. კერძოდ, თუ ისინი გასულ თვეებში ფიქსირებულ 10 ლარს იხდიდნენ, ახლა გადასახადი 25-დან 80 ლარამდე მერყეობს.
სოფლის მაცხოვრებლების თქმით, აგვისტოს თვეში მათ წყალი მხოლოდ დილის საათებში მიეწოდებოდათ და მრიცხველების მიერ დაწერილი ციფრები არარეალურია.
მოსახლეობა სოფელში წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების ჩასვლას და მრიცხველების შესწავლას ითხოვს.
60 ლარი რომ დაგვიწერა მაგ დროს არ გვქონდა წყალი და რა ვიცი. მთელი თვე რომ იყოს ალბათ 200 ლარზე ავალთ…
ჩვენი მოთხოვნაა, რომ დღე-ღამიანი, როგორც სხვებს აქვთ ისე იყოს ჩვენთანაც…” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
