აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს – გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გამოაცხადა
კობა ფარტენაძე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ, 17 აგვისტოს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებს ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს
