Wednesday, August 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლაშა ბუღაძე “ბიბლუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს

August 18, 2026
ლაშა ბუღაძე “ბიბლუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს

მწერალი ლაშა ბუღაძე “ბიბლუსის” განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ ფილიალში სხვადასხვა ავტორის წიგნების მიმართ, ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა, პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს”.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გააღვივა ის სიძულვილი, რომელიც ადამიანებისგან მტრის ხატების შექმნას გულისხმობს.

მწერალი აღნიშნავს, რომ პუტინის რუსეთშიც ასე დაიწყო მწერლების დევნა, რომელთა წიგნებსაც, ჯერ “ანტისემიტურს” აწერდნენ, შემდეგ ტერორისტებად და უცხოეთის აგენტებად აცხადებდნენ, რის მერეც საერთოდ გამოიტანეს წიგნების მაღაზოიებიდან.

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თვითონ “ბიბლუსი” აწარმოებს კვლევას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას” იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გააღვივა ის სიძულვილი და ის კამპანია, რომელიც გულისხმობს ადამიანებისგან მტრების და მტრის ხატების შექმნას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოხდა მითითებით, თუ იყო სპონტანური ეგზალტაცია და ვანდალიზმი კონკრეტული ადამიანის, ცხადია, ეს არის ივანიშვილის სისტემის პასუხისმგებლობა, ვინაიდან მაღაზიაში მხატვრული ტექსტების და იმ ავტორების წიგნების დაზიანება, რომლებიც კრიტიკულები არიან “ქართული ოცნების” მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ამ ვანდალიზმის პოლიტიკურ შინაარსზე. ეს პლუს მოჰყვა ამბავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც სინდისის პატიმარ ნანა სანდერს არ მიუვიდა ჩემი წიგნი – “დამკვირვებელი”, გიორგი რომელაშვილმა სცადა შეგზავნა და მას უთხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური, ანუ ამით იქნა “დაწუნებული” ეს ტექსტი, შესაბამისად ეს პრობლემაა. პუტინისტური რუსეთის გამოცდილებით ყველას გვახსოვს, რომ ხუთიოდე წლის წინ იმ მწერლების წიგნებს ჯერ აწერდნენ “ანტისემიტურს”, თუკი მწერალი იყო ებრაული წარმოშობის, შემდეგ მათ ტერორისტებად აცხადებდნენ, უცხოეთის აგენტებად აცხადებდნენ, შემდეგ მათი წიგნები გამოიტანეს კიდეც წიგნების მაღაზიებიდან. ესე იწყება,” – ამბობს ლაშა ბუღაძე.

ცნობისთვის, მანამდე “ბიბლუსმა” სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ რამოდენიმე ავტორის წიგნზე გამოვლინდა ვანდალიზმის ფაქტები.

ბიბლუსის გლდანი მოლის ფილიალში სხვადასხვა ავტორის წიგნების მიმართ, ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა.

ბიბლუსისთვის სრულიად მიუღებელია ჩვენს მაღაზიაში წიგნების დაზიანება და ვანდალიზმის ნებისმიერი ფორმა.

აღნიშნული საქციელი არის უპატივცემულობა, როგორც წიგნის ავტორისა და მისი შემოქმედების, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ, ბიბლუსის მიმართ.

ამ ეტაპზე ვარკვევთ მომხდარის გარემოებებს და ვამოწმებთ შესაბამის ინფორმაციას.

დაზიანებული წიგნები, რა თქმა უნდა, ამოღებულია გაყიდვიდან.

[…]

ვადასტურებთ, რომ რამოდენიმე ავტორის წიგნზე გამოვლინდა მსგავსი შემთხვევა. საქმის მოკვლევას ჭირდება დრო ფილიალების სიმრავლიდან გამომდინარე. მიმდინარეობს გლდანი მოლის ფილიალში კამერების გადამოწმება. შესაბამისად, როდესაც სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება, აუცილებლად გავასაჯაროებთ,” – ნათქვამია “ბიბლუსის” განცხადებაში.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა გამომცემლობა “სულაკაურმაც” და აღნიშნა, რომ “ეს შესაძლოა ცენზურის წამახალისებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს”.

გვსურს, გამოვეხმაუროთ ლაშა ბუღაძის წიგნების დაზიანებას „ბიბლუსის” მაღაზიაში. მსგავსი ვანდალიზმი შეურაცხმყოფელია მკითხველისა და ავტორისათვის, მასთან ერთად კი, უპატივცემულობაა წიგნის მაღაზიისა და გამომცემლობის მიმართ.

ვშიშობთ, რომ ეს შესაძლოა ცენზურის წამახალისებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღარ განმეორდება და ცალკეულ შემთხვევად დარჩება,” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართული საზამთროს და ნესვის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის მამის, გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge