Tuesday, August 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რისი გაკეთება იგეგმება თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე

August 18, 2026
რისი გაკეთება იგეგმება თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე

თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მის მიმდებარედ გამწვანების სამუშაოების განხორციელების მიზნით, სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 208 800 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 5 სექტემბერს იწყება და 9 სექტემბერს სრულდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, გასათვალისწინებელია, რომ დაგეგმარდეს და განხორციელდეს:

ფუნქციური, ესთეტიკურად დახვეწილი და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ლანდშაფტის დიზაინი, თანამედროვე საერთაშორისო საგზაო სტანდარტების სრული დაცვით;

მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მწვანე საფარით მოწყობა;

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებთან (მათ შორის, საავტომობილო ნაკადების ხილვადობის სამკუთხედების დაცვასთან) და გარემოს დაცვის სტანდარტებთან სრული შესაბამისობა;

ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების მეშვეობით ქარსაფარი ზოლების მოწყობა და მაგისტრალური ხმაურის, მტვრისა და მავნე გამონაბოლქვის ფილტრაციისთვის ეფექტური ბუნებრივი ბარიერების შექმნა;

გამწვანებული ზონების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სრულყოფილი ავტომატური და წვეთოვანი საირიგაციო (სარწყავი) სისტემების პროექტირება, სადრენაჟო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად.

ტექნიკურ დავალებაში ნათქვამია, რომ საპროექტო არეალი ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ თბილისისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს. ძირითადი შუა გამყოფი ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის საორიენტაციო ფართობი 131 130 კვ.მ-ს შეადგენს (საიდანაც 5 130 კვ.მ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებია). გარდა ამისა, რეკომენდებულია დამატებით 4 000 კვ.მ ფართობის შუა გამყოფი ზოლის გამწვანებაც.

როგორც სატენდერო პირობებშია აღნიშნული, მოცემული საგზაო მონაკვეთი ხასიათდება ინტენსიური მოძრაობითა და მშრალი კლიმატით, რის გამოც ტერიტორიის სწორი გამწვანება არსებითად უზრუნველყოფს მაგისტრალის ვიზუალურ მოწესრიგებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რისი გაკეთება არ შეიძლება 18–23 აგვისტოს ჩათვლით – ეზოტერიკოსის გაფრთხილება
  • “ღარიბაშვილის ოჯახს არავინ ემუქრება” – რას ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი
  • “შესული ვიყავი. წერილს ამ ფორმას რატომ აძლევთ, არაფერი წერილი არ გამოუტანებია…” – რა განცხადებას აკეთებს ღარიბაშვილის ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge