Tuesday, August 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კო­ბა­ხი­ძეს მე ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ჭე­რამ­დე ბევ­რად უფრო ადრე ვამ­ხელ­დი და ახ­ლაც ვამ­ხელ!” – რას ამბობს ირმა ინაშვილი

August 18, 2026
“ესეც რომ წამების ტოლფასია, არ გესმით?! განა ესაა ქართული აზროვნება?!“ – ირმა ინაშვილი

“კო­ბა­ხი­ძეს მე ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ჭე­რამ­დე ბევ­რად უფრო ადრე ვამ­ხელ­დი და ახ­ლაც ვამ­ხელ! და კვლავ ვამ­ბობ: ამ კაცს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ბოღ­მის, ცი­ლის­წა­მე­ბის, შუღ­ლი­სა და სი­ძულ­ვი­ლის მეტი, არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია” – ამის შე­სა­ხებ “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“ვი­ნა­ი­დან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მწერს, ფრაგ­მენ­ტუ­ლად ვპა­სუ­ხობ შე­კი­თხვებს. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ: არა­ნა­ი­რი კამ­პა­ნია არც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, არც მე­დი­ა­ში არ და­მი­გეგ­მავს და არც გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ ან ვინ­მეს და­სა­ცა­ვად.

თუ რა­მის თქმა მინ­და, სა­ჯა­როდ ვსა­უბ­რობ ყვე­ლა თე­მა­ზე და ვსა­უბ­რობ ჩემი სა­ხე­ლით. ეს კი, კამ­პა­ნია არ არის, ეს ჩემი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბაა!

მე­ო­რე – კო­ბა­ხი­ძეს ჩვენ კი არ და­ვუ­პი­რის­პირ­დით, კო­ბა­ხი­ძე დაგ­ვი­პი­რის­პირ­და ჩვენ! და ეს და­ი­წყო 10 წლის წინ! ანუ 10 წე­ლია გვებ­რძვის! წლე­ბის მან­ძილ­ზე კო­ბა­ხი­ძე ცილს მწა­მებ­და და უამ­რავ ტყუ­ილს მივ­რცე­ლებ­და.

ეს ჯერ კი­დევ მა­შინ ხდე­ბო­და, როცა ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ვი­თომ მე­გობ­რობ­და.
ცხა­დია, მეც ვპა­სუ­ხობ­დი, ოღონდ – სა­ჯა­როდ და არა ზურგს უკან, რო­გორც თა­ვად სჩ­ვე­ვია. კო­ბა­ხი­ძე (ზო­გა­დად) ყვე­ლას ებ­რძვის, ვის­შიც კი რა­ი­მე პო­ტენ­ცი­ალს ხე­დავს და ვი­საც კი თა­ვი­სი ბო­რო­ტი გო­ნე­ბით კონ­კუ­რენ­ტად აღიქ­ვამს. ამას­თან, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა: შენ ხარ მისი კონ­კუ­რენ­ტი, თუ არა, მთა­ვა­რია, მან აღ­გიქ­ვათ კონ­კუ­რენ­ტად და მა­შინ ცი­ლის­წა­მე­ბას და ცრუ და­ბე­ზღე­ბას ვერ გა­ექ­ცე­ვით.

ამ­გვა­რად, კო­ბა­ხი­ძეს მე ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ჭე­რამ­დე ბევ­რად უფრო ადრე ვამ­ხელ­დი და ახ­ლაც ვამ­ხელ! და კვლავ ვამ­ბობ: ამ კაცს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ბოღ­მის, ცი­ლის­წა­მე­ბის, შუღ­ლი­სა და სი­ძულ­ვი­ლის მეტი, არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია.

არ­ცერ­თი პრე­მი­ე­რის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა საბ­ჭო­ეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო იმგვა­რად, რა ფორ­მე­ბი­თაც ეს ბოლო 2 წლის მან­ძილ­ზე მოხ­და! ანუ ღა­რი­ბაშ­ვილს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არა აქვს ჩემი და კო­ბა­ხი­ძის და­პი­რის­პი­რე­ბას­თან.

თუკი ვინ­მემ ავნო ამ ქვე­ყა­ნას, თუკი ვინ­მემ ავნო “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ეს სწო­რე­დაც რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეა და არა მე, ან დიტო ჩუ­ბი­ნი­ძე, ან ვინ­მე სხვა და ეს წე­სით, დღეს ყვე­ლას ეს­მის. ახლა, რო­გორც ყო­ველ­თვის, კო­ბა­ხი­ძე ისევ ცდი­ლობს ის­რე­ბის სხვებ­ზე გა­და­მი­სა­მარ­თე­ბას. ახლა, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭა, ივა­ნიშ­ვილს უმ­ტკი­ცებს: მე – არა, მე – არა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, ინაშ­ვილ­მა და სხვებ­მა გა­ა­ფუ­ჭე­სო. ისე, ინაშ­ვი­ლის­ნა­ი­რე­ბის ბრძო­ლის შე­დე­გად, ბევ­რმა უბი­ოგ­რა­ფი­ომ და ბუჩ­ქებ­ში და­მა­ლულ­მა ჩა­იგ­დო ხელ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა… ამ დღე­ებ­ში კი­დევ ბევ­რი რამ ით­ქმე­ბა და და­ი­წე­რე­ბა. მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს”, – წერს ირმა ინაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ “დღე­ი­დან მისი და მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“. რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ხვალ, 18 აგ­ვის­ტოს ვრცელ წე­რილს გა­ავ­რცე­ლებს.“ეს წე­რი­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით. მე ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე და გა­ვა­კე­თე, რომ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­და­მედ­გა, სამ­წუ­ხა­როდ, სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს, რომ წინ არ აღ­ვუდ­გე ამ ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ბო­რო­ტე­ბას! ამ და­უნ­დო­ბელ სი­სას­ტი­კეს, ჩაგ­ვრას/უსა­მარ­თლო­ბას, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის ბინ­ძურ გეგ­მას! ხვალ გა­ვავ­რცე­ლებ ვრცელ წე­რილს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვე­ტყვი ჩემს სი­მარ­თლეს! დღე­ი­დან, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას!“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.
ამას­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმ წე­რილ­საც ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა.

“დიტო ჩუ­ბი­ნი­ძის­ნა­ირ­მა, ირმა ინაშ­ვი­ლის­ნა­ირ­მა “მხარ­დამ­ჭე­რებ­მა“ და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა კამ­პა­ნი­ებ­მა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნეს და მაგ­რად დაგ­ვა­ზი­ა­ნეს. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე, რომ­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბე­ბი. ამი­ტომ არ­სე­ბობს ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბის ორი ვა­რი­ან­ტი: 1. ვი­და­ვოთ სე­რი­ო­ზუ­ლად და ბო­ლომ­დე მი­ვაწ­ვეთ. 2. (მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი თვი­თონ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რო­გორც კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი) – ვა­ღი­ა­როთ (ჩვენ თავ­ზე ავი­ღოთ) ერთი რო­მე­ლი­მე საქ­მე, სა­დაც შე­თან­ხმე­ბით მოხ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, აღი­ა­რე­ბაც, მოწ­მე­ე­ბის მხრი­დან ხე­ლის და­დე­ბაც და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­ში გვთა­ვა­ზო­ბენ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას იგი­ვე 5 წლი­ა­ნი ვა­დით, ანუ რო­გორც მიხ­სნი­ან, სას­ჯე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შთან­თქა­ვენ და ისევ 5 წელი დარ­ჩე­ბა. გა­მოს­ვლის შემ­დეგ არ უნდა გა­ვე­კა­რო პო­ლი­ტი­კას და თუ “გა­დაგ­დე­ბას გა­და­წყვეტ“, კო­რუფ­ცი­უ­ლი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ნა­ღი­ა­რე­ბი გექ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა და­ზღვე­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ იფიქ­რო“, – ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აპირებენ საქართველოს რუსეთზე ჩაბარებას. ამისთვის სჭირდებათ მუდმივად გეორგიევსკის ხელშეკრულების მოხმობა” – რას წერს გია ჯაფარიძე
  • ქარსაფარი ზოლები, ხმაურის, მტვრისა და გამონაბოლქვის ფილტრაციისთვის ბუნებრივი ბარიერები – რისი გაკეთება იგეგმება თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე
  • “”ნდობის აღდგენა” სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკანა არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას…” – რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge