ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ღარებაშვილის განცხადება “მისთვისვეა პრობლემური”.
მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ, ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემური მისთვის” – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.
