განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით შსს-მ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფის” ტერიტორიაზე, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 109 აბი “პრეგაბალინი”.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ მალულად შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება – 109 აბი „პრეგაბალინი”.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია განცხადებაში.
