“თხოვნის და მუდარის წერილების გამოქვეყნება უწევს, რომ მისი ოჯახის წევრებს იგივე ბედი არ ეწიოთ, რა ბედიც ეწია ბატონ რიჟვაძეს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის’ ერთ0ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა და ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა და თქვა, რომ როდესაც ღარიბაშვილის კლანის წევრს, თორნიკე რიჟვაძეს ასეთი ბედი ეწია – “წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებით თქვენ”.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს გახლავთ კლანური საქართველოს, მაფიოზური და ოლიგარქიული საქართველოს ქრონიკა, კიდევ ერთი, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი დაჯგუფების მეთაურს აქვს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ახლანდელ “მმართველობაში მყოფ კლანთან”, მათ შორის ივანიშვილიც არის, აშკარად გულში აქვს ჩადებული მის მიმართ ის წყენა… ფაქტია, რომ ვართ კლანების და კრიმინალური დაჯგუფებების, რომლებსაც პოლიტიკურ ჯგუფებად აქვთ პრეტენზია, რომ გაასაღონ თავი, მიერ მართულ ქვეყანასთან. […]
საბოლოო ჯამში, ეს ფასადური რემონტი ვერ უშველის იმ ძირგამომპალ შენობას, რომელიც არის “ოცნების” ეს მმართველობა და “ოცნების” სისტემა… “ოცნების” წევრებიც კარგად ხვდებიან, რომ მათი ეს დროებითი ფული, ტენდერი, არის აბსოლუტურად ეფიმერული, სადაც მთავარი მარჯვენა ხელი, ოჯახის წევრი ირაკლი ღარიბაშვილი არის ასეთი დაუცველი და თხოვნის და მუდარის წერილების გამოქვეყნება უწევს, რომ მისი ოჯახის წევრებს იგივე ბედი არ ეწიოთ, რა ბედიც ეწია ბატონ რიჟვაძეს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონს ხელმძღვანელობდა, მისივე კლანის წევრს, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებით თქვენ,” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
