Monday, August 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენს გარეშე არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური” – ემიგრანტები ხმის უფლების დაბრუნებას ითხოვენ

August 17, 2026
“ჩვენს გარეშე არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური” – ემიგრანტები ხმის უფლების დაბრუნებას ითხოვენ

ემიგრანტები ხმის უფლების დაბრუნებას ითხოვენ – „ლელოს“ საკონსტიტუციო სარჩელის შემდეგ, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლების დასაცავად თავადაც იბრძოლებენ.

მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო ქვეყნიდან წასული მოქალაქეების შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და სწორედ ამიტომ ცდილობს, კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდოს.

ამ პირობებშიც კი, როცა ისედაც არ ხსნიდნენ უბნებს, მაინც აუკრძალეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა. რატომ? იმიტომ, რომ ემიგრანტები არიან ინდიკატორი იმისა, რომ სინამდვილეში, “ქართული ოცნება” რომ ატარებდეს დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოში, ის არჩევნებს წააგებდა. ამიტომ, მგონია, რომ ამ უფლების დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში, “ქართულ ოცნებას” მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არ ჰყავს. ხმის უფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, – ამბობს დავით ძიძიშვილი.

არჩვენების არალეგიტიმურობასთან დაკავსირებით საუბრობს კიდევ ერთი ემიგრანტი, რომელიც ამბობს, რომ ემიგრანტების მონაწილეობის გარეშე არჩევნები დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ არანაირ როლს და არაინაირ მონაწილეობას აღარ ვიღებდეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, იქნება ეს ხელისუფლების შეცვლა ლეგიტიმურად თუ იქნება სხვა სიკეთეები. ჩვენს გარეშე არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური. ყველა ეს ადამიანი, ვინც ევროპაში ცხოვრობს და იცნობს, ხედავს ამ სიკეთეებს, ხედავს იმას, რომ ადამიანები შეიძლება, იყვნენ წარმატებულები, რეალიზებულები, კარგი განათლების საშუალება აქვთ. ისინი ვეღარ შეძლებენ იმის ატანას, რასაც ე.წ. ხელისუფლება დღეს სთავაზობს ქართველ ხალხს, – ამბობს რუსუდან ბრაური.

ამ ფონზე “ქართული ოცნება” ისევ იმეორებს, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.

ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხომ იქნა მიღებული? რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ. ხომ იქნა ახსნილი, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, – ამბობს კახა კალაძე.

ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევას “ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

“ძლიერი საქართველოს ლიდერმა“ და ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სარჩელი უკვე ოფიციალურად შეიტანეს.

როგორც გიორგი სიორაძე ამბობს, აღნიშნული სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატი განცხადებას აკეთებს
  • “არ ეთაკილებათ ცეკვა-თამაში, ფიანდაზების დაფენა რუსებისთვის და მოსკოვში, კრემლში გამოსვლები” – რას ამბობს ლევან მახაშვილი გიორგი უშიკიშვილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge