ცნობილია, ერთ-ერთი ბიზნესმენის ვინაობა, ვინც სუს-ის ექს შეფისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამს აგზავნიდა.
“პირველების “ ინფორმაციით, ის კომპანია “ექსპრეს-სერვისი 2028“-ის დამფუძნებელი, გიორგი ხაჟალიაა.
არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სწორედ ხაჟლიასგან აიღო მილიონ ხუთასი ათასის ქრთამი და სუს-ის შენობაში გრიგოლ ლილუაშვილთან ქეშად მიიტანა.
“პირველები“ თავად ხაჟალიას დაუკავშირდა, თუმცა, როგორც მან განაცხადა “აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს“.
აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი კითხვაზე არანაირ პასუხს არ ვცემ, – თქვა მან.
