“მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილი ნამდვილად კულტურის სფეროს წარმომადგენელია და მას ამ მიმართულებით კონკრეტული დამსახურება აქვს, ვიცით რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია,” – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, უშიკიშვილის განცხადებით დასტურდება, რომ „ნაცი“ „ნაცობას“ არასდროს მოიშლის.
„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილი ნამდვილად კულტურის სფეროს წარმომადგენელია და მას ამ მიმართულებით კონკრეტული დამსახურება აქვს, ვიცით რომ არის კონკრეტული ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი განცხადებით დასტურდება, რომ „ნაცი“ „ნაცობას“ არასდროს მოიშლის. „ნაცი“ და ტყუილი ერთმანეთისთვის აბსოლუტური სინონიმებია.
ტყუილები კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მის მართულ ტელევიზიებსა და მედიას რამდენიმე წუთსა თუ საათში უფეთქდება, თავისივე დადებულ ნაღმებზე თვითონვე ფეთქდებიან და ზუსტად იგივე დაემართა უშიკიშვილსაც“, – აღნიშნა მან.
ყალბი რუსოფობია – გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა „ქრონიკის“ ჟურნალისტური ექსპერიმენტით დადგინდა, რომ უშიკიშვილმა საზოგადოება მოატყუა და მისი სასტუმრო რუს ტურისტებს ხშირად მასპინძლობს.
