Monday, August 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა გახლავთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც ბოდიშებს უხდის ოკუპანტებს” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

August 17, 2026
” ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა გახლავთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც ბოდიშებს უხდის ოკუპანტებს” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

ყარაბაღის საკითხი და ტრავმული მეხსიერება არაფერ შუაში არ არის აფხაზეთთან. ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა გახლავთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელიც ბოდიშებს უხდის ოკუპანტებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ეთნოწმენდით იყვნენ დაკავებული, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება. როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ნიკა გვარამიას განცხადებაში გარკვეულ პარალელს არ ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ამით ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკა არ უნდა გადაიფაროს.

„გუშინდელ ინტერვიუში რაღაცებში არ ვეთანხმებით, მაგრამ საკითხის ისე დაყენება, რომ თურმე დღეს პრობლემა არის კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები და არა ის პოლიტიკა, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება აწარმოებს, არასწორია. არის საკითხები, რაშიც ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით და არის გარკვეული საკითხები, როგორც მაგალითად, გუშინდელ ინტერვიუში რომ არ ვეთანხმებით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაპიტულანტური პოლიტიკა შეიძლება მიიჩქმალოს და რაიმე განცხადებით გადაიფაროს. მაგალითად, ვეთანხმები იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლური ინტეგრაცია არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მათ შორის არის საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. გარკვეულ პარალელებში არ ვეთანხმები, მაგრამ ამ საკითხებზე ასეთი აქცენტირება არის არასწორი იმ პირობებში, როდესაც გვყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც მათ შორის ბოდიშს უხდის ოკუპანტებს, სეპარატისტებს და აბსოლუტურად კაპიტულანტურ პოლიტიკას ატარებს, რომ თურმე ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ რუსეთს“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერება ერისთვის, მაგრამ ტრავმული მეხსიერება საფრთხის შემცველია“ და ფაშინიანით იმიტომაა აღფრთოვანებული, რომ მან „ტრავმების დამარცხება შეძლო“. ამ თემაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ფაშინიანმა „არარატი წაშალა ბეჭდიდან, შტამპიდან იმ მიზეზით, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთს დაულაგდებოდა ურთიერთობა და ევროკავშირისკენ მეტი პერსპექტივა ექნებოდა“. მისივე თქმით, იგივე გააკეთა და კიდევ უფრო მძიმე ყარაბაღთან დაკავშირებით.

„რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, ასე შემდეგ, გასაგებია ეს ყველაფერიც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ ნუ, მომაშორეთ, წაიღეთ, იმიტომ, რომ მართლა მათი იყო. ისტორიული ყარაბაღი, მასე ისტორიულად, ლორეზეც შეგვიძლია, ქართველები ვედავოთ სომხებს“, – აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, რომ მისი ეს განცხადება არ არის აფხაზეთთან პარალელი და არ უნდა გაიგოს ვინმემ არასწორად.

„ტრავმის ნაწილზე ვამბობ. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა ყველა აღიარებით და ყარაბაღი არ ყოფილა სომხეთის ტერიტორია, არცერთი აღიარებით“,- აღნიშნა გვარამიამ.

მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე“ განმარტა, რომ მისი განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და პროპაგანდის საქმე ტყუილების გავრცელებაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხომ იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ!” – კახა კალაძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით საუბრობს
  • “უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის” – რას ამბობს კახა კალაძე
  • “აგენტის ბედი ასეთია, დავალებაა წამოსული და ნელ-ნელა ცდილობენ, რომ საზოგადოებას შეაპარონ მესიჯი, რომ ჩვენც უნდა დავთმოთ ტერიტორიები” – რას ამბობს კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge