თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მომდინარეობს, მოწმის სახით ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე მიიყვანეს. დღევანდელ პროცესზეც, ყოფილი მაღალჩინოსანი სავარაუდოდ, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას.
აღსანიშნავია, რომ რომეო მიქაუტაძე გასულ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დაიკითხა, სადაც პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, მიქაუტაძემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხული, პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
