Monday, August 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი…” – რას წერს შაკო კუჭაშვილი

August 17, 2026
“რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი…” – რას წერს შაკო კუჭაშვილი

“რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ – სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ პაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა,” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, წერს სოციალურ ქსელში.

კუჭაშვილის განცხადებით, გვარამია გამიზნულად აკავშირებს ორ კონფლიქტს ერთმანეთთან, ისე რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს „განგრენად“, რომლისგანაც ერი უნდა გათავისუფლდეს.

კუჭაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს ნიკა გვარამიას განცხადებით აღფრთოვანებულ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორ თამთა მიქელაძეზე, რომელიც სხვებს ურჩევს, რომ პოლიტიკურ პროცესში შემოვიდეს აფხაზეთის თემა, ოღონდ წარმოჩინდეს „პრობლემად“, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდე. კუჭაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვენ დრონებით დაბომბვას ენგურზე, რამდენადაც მათ არც ხალხი და არც ტერიტორიები არ ადარდებთ.

„რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ – სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს.

კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ პაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა. გვარამიას აზრით, ამით სომეხმა ლიდერმა სომხეთი „ისტორიული ტრავმებისგან“ გაათავისუფლა. ეს ყოვლად უადგილო შედარებაა: თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყარაბაღის შემთხვევაში საქმე გვაქვს აზერბაიჯანის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ.

საყურადღებოა, რომ გვარამიას განცხადებას უმალვე ეხმაურება უცხოეთიდან დაფინანსებული „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე, რომელიც სხვა პოლიტიკოსებსაც ურჩევს მსგავსი განცხადებების გაკეთებას. ამით მათ, ფაქტობრივად, დირექტივას აძლევს, რომ პოლიტიკურ პროცესში აფხაზეთის თემა შემოვიდეს, ოღონდ ამ ძალიან მძიმე ფორმით – აფხაზეთი, როგორც პრობლემა, რომელიც არ გვარდება და რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ.

აი, ამიტომ ითხოვენ ბომბებს ენგურის ხიდზე – არც ჩვენი ხალხი ადარდებთ და არც ჩვენი ტერიტორია. მით უფრო, არ ადარდებთ იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის სასიკეთოდ მოგვარებაშიც ქართული ბიზნესის ღირსეული ნაწილი დროულად ჩაერთო.“- წერს კუჭაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე გამოიკითხება
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიუღებელია და არის ეროვნული ინტერესების ღალატი” – რას ამბობს ქეთევან ბაკარაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge