Monday, August 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი…” –

August 17, 2026
“ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი…” –

თამთა მეგრელიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ეროვნული ინტერესების ხარჯზე გაკეთებული კომპრომისი გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია არ არის.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა, საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ტერიტორიული მთლიანობის იდეა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არ არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არის ეროვნული ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენის უალტერნატივო მიზანი.ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ისტორიული მეხსიერების დაცვა საქართველოს ეროვნული იდენტობის ფუნდამენტური ნაწილი და ის ღირებულებითი ღერძია, რომლის ირგვლივაც თაობები ერთიანდებიან.ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები და აფხაზეთის რეგიონთან ურთიერთობის ფორმატები საქართველოს პოლიტიკურ დისკუსიაში განსხვავებული სტრატეგიული პოზიციებიდან ფასდება.ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა, საშიში პრეცედენტია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.ეს მიდგომა მოქალაქეებში იმედგაცრუების, ნიჰილიზმისა და სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაკარგვის გარდა, აგრესიის ლეგიტიმაციას ემსახურება, რომელიც შემდგომი ექსპანსიისკენ კიდევ ერთი გზაა.აგრესორისთვის ტერიტორიის დათმობა არ აჩერებს კონფლიქტს და მეტიც, როცა სახელმწიფო თავად ამბობს უარს საკუთარი ტერიტორიების დაცვაზე ან მათ დაბრუნებაზე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს აღარ რჩებათ სამართლებრივი საფუძველი, მხარი დაუჭირონ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას.ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი რომელიც აუცილებლად აფეთქდება.ეროვნული ინტერესების ხარჯზე გაკეთებული კომპრომისი გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია არ არის და ვერც იქნება.აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველზე.არაღიარების პოლიტიკა და პარტნიორების მხარდაჭერა რჩება უცვლელ პრიორიტეტად. ისტორიული ტკივილი, დევნილთა უფლებები და დაღუპული გმირების ხსოვნა ქმნის მყარ კულტურულ და მორალურ ბარიერს, რომელიც გამორიცხავს საზოგადოების მხრიდან ოკუპაციასთან შეგუებას ან ტერიტორიების „ტვირთად“ აღქმას, შესაბამისად ოპოზიციის გზავნილი, კომპრომისი სუვერენიტეტის ხარჯზე, მიუღებელია და კეთილი ინებეთ და ანგარიში გაუწიეთ ისტორიულ წარსულსა და ხალხის ურყევ ნებას!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე გამოიკითხება
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიუღებელია და არის ეროვნული ინტერესების ღალატი” – რას ამბობს ქეთევან ბაკარაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge