Saturday, August 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბოლო 3 თვეში ევროკავშირში უნებართვოდ მყოფი საქართველოს 719 მოქალაქე დააბრუნეს

August 15, 2026
„ხელისუფლებამ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა …“ – რა განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოსთან დაკავშირებით?

2026 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 719 პირზე გაიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში რეადმისიის სულ 733 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 14-ზე გაიცა.

როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, 2026 წლის ბოლო 3 თვეში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, რომელსაც რეადმისიის მაჩვენებლით მოსდევს საფრანგეთი და საბერძნეთი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაეყრდნოთ გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც 3 თვეში (აპრილი-მაისი-ივნისი) ყველაზე მეტი ქართველი გამოაბრუნეს:

გერმანია – 327 პირი

საფრანგეთი -142 პირი

საბერძნეთი – 58 პირი

იტალია – 40 პირი

პოლონეთი – 22 პირი

ირლანდია – 21 პირი

ბელგია – 20 პირი

შვეიცარია – 19 პირი

დიდი ბრიტანეთი – 19 პირი

ესპანეთი – 15 პირი

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2025 წელს ევროპიდან რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 3 437 მოქალაქე დააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს, საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო აანაზღაურებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბოლო 3 თვეში ევროკავშირში უნებართვოდ მყოფი საქართველოს 719 მოქალაქე დააბრუნეს
  • მომსახურებები, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა
  • ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა, ქირა გაიაფდა – როგორია ფასები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge