Saturday, August 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა, ქირა გაიაფდა – როგორია ფასები

August 15, 2026
ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტისთვის 5.5-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

2026 წლის მე-2 კვარტალში ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა, ქირა გაიაფდა – ამაზე მიუთითებს Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევა, რომელიც ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბათუმში ჯამში 4 168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საინვესტიციო ბანკის მიერ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის მე-2 კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა. გაყიდული ბინების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიუხედავად პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებისა, ეს დონე კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების რეკორდულ ნიშნულს, ხოლო გასაყიდი ბინების რაოდენობა მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს შენარჩუნებულ ჭარბი მიწოდების რისკებს. ამის ფონზე, პირველად ბაზარზე ფასის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, თუმცა, მიმდინარე მშენებლობების დიდმა მოცულობამ და ქირის კლებადმა ქირის ამონაგებმა შესაძლოა მასზე წნეხი მოახდინოს.

რაც შეეხება ფასებს, ივნისში პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის) 1 960 დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 10%-იანი ზრდაა (წინა წელს 1 784 დოლარი). ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 6.5%-ით გაიზარდა და 1 497 აშშ დოლარი შეადგინა. ორ ბაზარს შორის არსებული სხვაობა, მშენებარე პროექტების დიდი მოცულობა და ქირის შემოსავლიანობის ეტაპობრივი შემცირება შესაძლოა, პირველადი ბაზრის ფასების ამ ტემპით ზრდისთვის შემზღუდავ ფაქტორად იქცეს.

ფასისგან განსხვავებით შემცირებულია ქირის რაოდენობა. ბათუმში საშუალო დღიური ქირა 2026 წლის მეორე კვარტალში წლიურად 4%-ით შემცირდა და საშუალოდ 34.6 დოლარს შეადგენს (წინა წელს – 36.1 დოლარი). შემცირების მიუხედავად, ქირის შემოსავლიანობამ 7% შეადგინა, რაც კვლავ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბოლო 3 თვეში ევროკავშირში უნებართვოდ მყოფი საქართველოს 719 მოქალაქე დააბრუნეს
  • მომსახურებები, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა
  • ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა, ქირა გაიაფდა – როგორია ფასები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge