Saturday, August 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს და შეიქმნას დამატებული ღირებულების პროდუქცია” – დავით სონღულაშვილი

August 15, 2026
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს და შეიქმნას დამატებული ღირებულების პროდუქცია” – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობასა და წარმოების პროცესს გაეცნო.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 2007 წელს დაარსდა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოა. ქარხანა ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებასა და საკონსერვო პროდუქციის წარმოებაზეა ორიენტირებული. საწარმო 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს, ჯემებსა და მურაბებს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნედლეული ადგილზე გადამუშავდეს და შეიქმნას დამატებული ღირებულების პროდუქცია. ეს, ერთი მხრივ, ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას აძლევს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობს ახალი საწარმოების განვითარებას, დასაქმების ზრდას და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„მარნეულის სასურსათო ქარხნის“ საწარმოო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება. ქარხანა ნედლეულს პარტნიორი კომპანია „მარნეული აგროსა“ და 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს, რაც ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ერთმანეთთან დაკავშირებას უწყობს ხელს.

ქარხნის პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის, მათ შორის ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. საწარმოს საექსპორტო პროდუქციაში განსაკუთრებით მოთხოვნადია ტყემალი, კიტრის მარინადი და აჯიკა.

მინისტრთან ერთად, მარნეულის სასურსათო ქარხანაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაური ისმაილოვი იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბოლო 3 თვეში ევროკავშირში უნებართვოდ მყოფი საქართველოს 719 მოქალაქე დააბრუნეს
  • მომსახურებები, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა
  • ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა, ქირა გაიაფდა – როგორია ფასები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge