Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ლელო-ძლიერი საქართველო” განცხადებას ავრცელებს

August 14, 2026
„ლელო ძლიერი საქართველო” განცხადებას ავრცელებს

გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს – ასე ეხმაურება  “ლელო-ძლიერი საქართველო” აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წლისთავს.

კოალიციის განცხადებით. “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და შემდგომი საერთაშორისო იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გვარდიისა და პოლიციის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნით დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში, საქართველოში. დღევანდელი დღე კიდევ ერთი შეხსენებაა – ქართული სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იგერიებს სამხედრო აგრესიას, რომლის მიზანი ქვეყნის დანაწევრება და მისი სუვერენიტეტის შეზღუდვაა.
2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია სწორედ 1992 წელს დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა. კონფლიქტის დაწყებიდან

დღემდე დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს. ეთნიკური წმენდის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაძევებულ დევნილთა დაბრუნებას კი ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერა აქვს. მათი ეფექტიანი პოლიტიკის შედეგია ე.წ. “არაღიარების” პროცესის წარმატებაც. ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც თავს ესხმის იმ ქვეყნებს, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად, საქართველოს მეგობრებს მტრებად აცხადებს, ხოლო რუსეთს ქვეყნის ისტორიულ მოკავშირედ, კიდევ ერთხელ და ნათლად ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. 

სისტემატიური ანტიევროპული კამპანია, რომელიც უკანასკნელ დღეებში გავრცელდა 2008 წელს ევროკავშირის ეგიდით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზეც, აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის მიერ ამ შეთანხმების კრიტიკა მიგვაჩნია მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც დღეს ერთადერთი მოქმედი უსაფრთხოების გარანტიაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს. მიგვაჩნია, რომ მმართველი რეჟიმი სახიფათო ახალ ეტაპზე გადავიდა იმ მიზანმიმართულ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, უკვე წლებია აქტიურად აწარმოებს. 

ამიტომ დღეს, როდესაც ვიხსენებთ 1992 წელს აფხაზეთში, საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების თარიღს, გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ნდობის აღდგენით და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით. ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და შემდგომი საერთაშორისო იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ემსახურება რუსეთის დღის წესრიგს. ამ განცხადებებსა და ქმედებებს აუცილებლად მიეცემა შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, როდესაც ქართველი ხალხი აღადგენს დემოკრატიას, დაიბრუნებს ძალაუფლებას არჩევნების გზით და ივანიშვილის რეჟიმს ეროვნული ხელისუფლებით ჩაანაცვლებს”, – წერია გავრცელებულ გავრცელებაში. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ძლიერი წვიმის შედეგად შენობის კედელი ჩამოინგრა, არიან დაღუპულები”- „როიტერი“
  • მიქაუტაძემ ხელი ლილუაშვილს დაადო და კრიმინალური გარიგებების დეტალები გათქვა
  • ადამიანი, რომელმაც თავისი ობიექტივით დროის ისტორიას უამრავი დაუვიწყარი კადრი შემოუნახა”- ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge