პატიმრების მშობლები რეგიონებში ვიზიტებს განაგრძობენ – დღეს ისინი სვანეთში ჩავლენ.
“სიმართლის გამავრცელებელი“ მოძრაობა ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი შვილების მიერ დაწერილ წერილებს გადასცემს, რომელიც ერთ გაზეთად არის გამოცემული და რომელსაც “თავისუფლების ხმა ციხიდან“ ჰქვია.
მათი თქმით, კამპანიის მიზანია, მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გაიგოს, რისთვის ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები.
მორიგი გასვლა, რომ გავავრცელოთ პატიმრების ხმა ციხიდან, მივდივართ სვანეთში, შემართებით მივდივართ, რეგიონია ისეთი, რომ ვიცი, ვინც დაგვხვდება და გაზეთს ხელიდან გამოგვართმევს, ის ენთუზიაზმი ექნება, რომ ჩვენი სამშობლო დასაცავია, თავისუფლებისთვის რომ უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენი პატიმრების ხმა უნდა მისწვდეს ყველას, რომელი რეგიონიც არ უნდა იყოს. მთაში, ბარში, ყველგან წავალთ, მოვივლით, არ გავჩერდებით და ყველასთან მივიტანთ ჩვენ სიმართლეს, – ამბობს გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია.
ისინი უკვე საქართველოს 46 ქალაქსა და რაიონში იმყოფებოდნენ.
