საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასოფლელებს დაპირდა, რომ დაუმზადებდა გერმანიის ფედერაციის სამუშაო ვიზებს, წინასწარ გამოართვა 1 500-1 500 ევრო, თუმცა დანაპირები არ შეუსრულა და მოქალაქეების კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთაგან ერთ-ერთმა ისარგებლა ნაცნობის ნდობით, რომელსაც ბინის გამოსყიდვის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, მესაკუთრისთვის გადასაცემად გამოსძალა 8 000 ლარი და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში
