ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი ახალგაზრდა გოგონას შეეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა.
Palitravideo-ს ინფორმაციით, გარდაცლილი 16 წლის გოგონა სანდრა შარაშიძეა.
როგორც Palitravideo-ს წყარომ უთხრა, გოგონა მწვანე კონცხზე ცხოვრობდა. ის ზღვიდან მარტო ბრუნდებოდა, როდესაც ტრაგედია დატრიალდა.
“სანდრა მწვანე კონცხზე ცხოვრობა. ზღვიდან ბრუნდებოდა, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. სავარაუდოთ მარტო იყო,” – უყვება “პალიტრავიდეოს” წყარო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
