Thursday, August 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურა შეჩერებულია – შემოსავლების სამსახური

August 13, 2026
“ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურა შეჩერებულია – შემოსავლების სამსახური

“ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ყველა წარმომადგენელი, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, სატვირთო/მსუბუქი ავტომობილები, მათი მძღოლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აქვე განვმარტავთ, რომ ,,ყაზბეგის” საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი კვერენჩხილაძე თვლის, რომ ტროტუარზე პროტესტის გამო ადამიანების დაკავება გაუმართლებელია
  • “აელაგმა რუს ტურისტებზე თავდასხმები, ქუჩებში რუსი ერის შეურაცხმყოფელი წარწერები, მასმედიაში გაჩაღებული რუსთმოძულეობის კამპანია…” – რას წერს გულბაათ რცხილაძე
  • დატბორილი სახლი და განადგურებული ავეჯი და ტექნიკა – ხუდადოვის ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge