“მე რამდენიმე დღის წინ ავტვირთე ნია იმნაძის ქაჯი დედის ძმის მოწერილი მესიჯების სქრინი. დღეს თვითონ დაუდია სადღაც გაყალბებული (მე “მთავარის” გვერდზე ვნახე). ჩაუმატებია შუაში ერთი მესიჯი და ეკა კუპატაძე თავად მანიპულირებს, ატყუებს ხალხსო. ეგონა ალბათ ჩემთან გამოჩნდებოდა და აი, როგორ გატყუებთ კუპატაძეო. თან რამე აზრიანი მაინც ჩაემატებინათ, პირიქით მასხრად ამიგდეს. რა ველურები არიან, როგორ ბედავენ ჩვენს ხსენებას! ეს გიჟები! ამათ ისე ვასწავლი ჭკუას, რომ გენში ჩაუჯდეთ გამოცდილება და შთამომავლობას ისე გადასცენ.
პირველი და მესამე მესიჯის სქრინები მე დავდე. მეორე მესიჯი არის ჩამატებული. თუნდაც ახლა არ ჩაემატებინა და გამოეგზავნა მანამდე, ის ერთი მესიჯი გადაწონის ჩემი შვილის სიცოცხლეს?!?!?!?! მერე უკვირთ, მოსამართლეებმა მაქსიმალური სასჯელი როგორ მიუსაჯეს ჩვენს არასრულწლოვანებსო და ვიღაც ნახევრად გარეკილ, ცუნდრუკით გამხდარ ე.წ. ცნობილ სახეებს ვიდეოებს და პოსტებს ადებინებენ ჩვენზე! მომიკლეს შვილი! ყოველ წამს ცდილობენ მისი ღირსების შელახვას! დღეში ათასჯერ მკლავენ მე! და ეს ყველაფერი ხდება ნიკას თვალწინ” – წერს მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში და ეხმაურება ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავის, ლუკას ნავროზაშვილის, პოსტს.
